პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა

ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა.

ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ ეყარა კენჭი. მას მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 52 წინააღმდეგი წავიდა.

აღნიშნული კანონპროექტით, რომელიც პოზიციის მიერ არის მომზადებული გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები