ნიკა მელია: არ მქონდა უფლება ამ კენჭისყრაზე არ მოვსულიყავი

პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოქალქეებს თვალები დათხარა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე მივიდა.

“პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოქალქეებს თვალები დათხარა. არ მქონდა უფლება ამ კენჭისყრაზე არ მოვსულიყავი. ბოლო ერთი საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალს უნიჭო სპექტაკლს, რომელიც გულისხმობს ინიციატივის ჩაგდებას. არავის სჯერა, რომ ქართული ოცნების რაღაც ნაწილი ჩადგა რაზმში და აგრესიულები იყვნენ დილიდან, რომელმაც ბოლოს დააგვირგვინა მოთხოვნით, რომ გადაიგდოს საკითხი და გაიმართოს უმრავლესობის სხდომა.

დარწმუნებული ვარ ხუნდაძე ამას ასრულებს ივანიშვილის დავალებით. ის არ არის დეპუტატი, რომელიც ახმოვანებს საკუთარ მოსაზრებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ივანიშვილს გონიერებისკენ. ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საზოგადოებასთან 20 ივნისის შემდეგ არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“,-აღნიშნა მელიამ.

რადენიმე საათში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრა იგეგმება. უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიციის წევრების განცხადებით ისინი თანახმა არიან, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ, თუმცა უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები