დიმიტრი ხუნდაძე: როცა მხარი დავუჭირე პროპორციულ არჩევნებს, მე ვაყენებდი პირობებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე და კენჭისყრამდე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა, თუმცა დღეს უკვე ნაკლებად არის დარწმუნებული, მართებულია თუ არა მისი კომპრომისული გადაწყვეტილება.

“მე მქონდა ორჯერ კომპრომისული დამოკიდებულება. ყველა განცხადება შეგიძლიათ ამოიღოთ სააგენტოებიდანაც. პირველი განცხადება იყო, როცა დაგთანხმდით უმრავლესობას, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. მე ვაყენებდი პირობას, რომ თვითმმართველობა რეალურად თვითმმართველი და ძლიერი იქნებოდა. მეორე პირობადებული მოთხოვნა იყო ის, რომ 2020 წელს არ დადგებოდა მოთხოვნა იმისა, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე ნაჩქარევად არ გადავიდოდა. დაირღვა პირობა, მაგრამ კომპრომისზე წამოვედი, რადგან თქვენგან იყო შემოთავაზებული. არასამთავროების მოთხოვნა, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ მაჟორიტარების გადაწყვეტილებები არ აინტერესებთ. კომპრომისი აქაც დაირღვა, თქვენ მომეცით პირობა, რომ სტაბილურობის გარანტი იქნებოდა, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და დავთმობდით და პროპორციულ სისტემაზე დათქმულ პერიოდზე ადრე გადავიდოდით. მას შემდეგ სამთვიანი არეული ქუჩა და პატრიარქზე თავდასხმა მივიღეთ. დღესაც მხოლოდდამხოლოდ შეურაცხყოფას ვიღებთ, ამიტომ უმრავლესობის სხდომის მოწვევას ვითხოვ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები