ნინო ბურჯანაძე: გამოსავალი არის ის, რომ დანაპირები შესრულდეს

“თუ ივანიშვილმა გადაიფიქრა და “გადააგდო” ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაც, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება მისთვის და “ქართული ოცნებისთვის”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“თუ ივანიშვილმა გადაიფიქრა და “გადააგდო” ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაც- ეს ძალიან ცუდად დამთავრდება მისთვის და “ქართული ოცნებისთვის”. მაგრამ იმედი მინდა ვიქონია, უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის და კრიტიკულ ვითარებაში, როგორც დავინახეთ მან ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, როდესაც გამოაცხადა პროპორციულ სისტემაზე თანხმობა. იმედი მაქვს, ახლაც მიხვდება, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა იქნება დამღუპველი და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დანაპირები შესრულდეს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტმა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობა დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები