მესტიის სოფელ სიდიანარში ტყის ნაწილი დაიწვა

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სიდიანარის ტერიტორიაზე ტყის ფართობი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყებისვე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მეხანძრე მაშველები ახალი კერების წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები