მოლდოვაში ქედის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში, ღვინის ინდუსტრიის ხელშემწყობი თემატური ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ქედის მერმა შეკრებილებს ქედის ღვინის ისტორია გააცნო. მან ასევე ისაუბრა ღვინის ტურიზმის პოტენციალსა და სხვადასხვა დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრაზე, რომელსაც შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ღვინის ინდუსტრიის და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქედის მერი ლევან გორგილაძე და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერი ქედის მუნიციპალიტეტში, რაულ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები