საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს, “კაცია – ადამიანის?!” მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ნახვა უფასოდ შეეძლებათ

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის, “კაცია – ადამიანის?!” მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს გამართავს.

როგორც თეატრში აცხადებენ, სპექტაკლებზე დასწრება ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ.

“12 და 13 ნოემბერს ერისთავის თეატრში სპექტაკლი ,,კაცია ადამიანი?!“ საგანგებოდ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 12 სოფელში მცხოვრები 800 ბავშვისთვის გაიმართება. წარმოდგენებზე ბავშვების დასწრებას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტი გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის ადმინისტრაციისა და გორის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება,” – განაცხადეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები