“შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება” – ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დასრულდა

“ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში ჩაინიშნება შემდეგი ტექნიკური შეხვედრა. ზუსტი დრო არ ვიცით, მაგრამ ამ ფორმატში ეს მიღებული პრაქტიკაა”,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, მორიგი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ანთაძის თქმით, მხარეების პოზიციები ამჯერადაც არ დაემთხვა ერთმანეთს.

“დღევანდელ შეხვედრაზეც პოზიციები იყო უცვლელი. ჩვენ ​ ცხვინვალელი მონაწილეებისგან მეტად კონტსრუქციულ პოზიციას ველოდებით. კიდევ ერთხელ, გავაჟღერეთ ის პოზიციები, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე სიტუაციის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე, ვისაუბრეთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე. მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ძალებმა ე.წ გადასავლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ დაუკავშირეს ამ თემას და დავაყენეთ საკითხი ამ გადასასვლელების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ”,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

​როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი სოფელ კოდისწყაროში ოკუპანტების მიერ დაკავებულ ადგილობრივებსაც შეეხო. ანთაძის თქმით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდებიან.
“გვქონდა საუბარი დაკავებულების შესახებ. მოვიკითხეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. გვითხრეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას, განაცხადეს, რომ გადიან ე.წ პროცედურებს და ზუსტ დროს სავარაუდოდ, მოგვიანებით გვეტყვიან”,- აღნიშნა ანთაძემ.

​რაც
 შეეხება საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებულ გადაადგილების შეზღუდვებს. ანთაძის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
“რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ დროებით შეზღუდვებს, ეს უკავშირდება მხოლოდ უსაფრთხოებას. ამის ნათელი მაგალითია 24 ოქტომბერს მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი, გამომდინარე აქედან, მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქმედებს დროებითი შეზღუდვა”,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები