ერდოღანი ევროპას ლტოლვილებით კვლავ დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს კვიპროსთან დაკავშირებით ანკარაზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს.

ამის შესახებ ერდოღანმა აშშ-ში გაფრენამდე ბრიფინგზე განაცხადა.

„ნუ ეცდებით ჩვენზე ზეწოლის მოხდენას, რადგან ეს თურქეთის პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მუქარა იმის შესახებ, რომ ანკარამ შესაძლოა ლტოლვილებს ევროპის საზღვრები გაუხსნას.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა-ქვეყნებმა თურქეთის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას უნდა გადახედონ, რადგან ანკარა სირიის ციხეებში მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებზეა პასუხისმგებელი.

„თურქეთმა ევროკავშირში დაეშის წევრების დეპორტაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი გაგრძელდება. თურქეთი არც ერთ იმ ქვეყანას არ ჰგავს, რომელთანაც თქვენ გაქვთ კონტაქტები. ანკარა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ეს მის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განმარტა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები