ირაკლი სესიაშვილი: თქვენი ამოცანაა, დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ებრძვით სარწმუნოებას

თქვენი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს, თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ფსევდოდემოკრატიის მიზანია ეროვნული ღირებულებებისთვის ზიანის მიყენება.

“მთავარი თემა არის არა ის, თუ როგორ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არამედ მთავრი თემაა ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. აქ რომ დემოკრატიაზე გვიკითხავენ ლექციას, დემოკრატია არის პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10 % მაინც, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, არის გამოხატვაზე ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, თქვენ საკუთარ თავს ატყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ მიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი ძალაუფლება რომ დაიბრუნოთ, ძალაუფლება, რომ რევანში მოახდინოთ და მეტი არაფერი. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. მთავარი ამოცანა თქვენი, სწორად ბრძანა ირაკლი კობახიძემ, რომ თქვენი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს, თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია. თქვენთან სასაუბრო ნამდვილად არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან , რომელმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მოგცათ და ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ, ბატონი კაკო საუბრობდა პროექტებზე და რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტების განხორციელების პარალელურად რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ მის ხარჯზე თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ, პარალელურად რამდენ ადამიანს აწამებდითო ციხეში, რამდენს არბევდით და ტერორში გყავდათ მედია და მთელი საზოგადოება. აი ეს არის თქვენი სახე და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალიზმზე, ეს ყველაფერი არის ფარსი, რადგან დღეს თქვენი ამოცანა არის დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ტყუილად არ არის, რომ თქვენს ტელევიზიებში მთავარი თემა არის გინება, იმიტომ , რომ ენას უნდა ებრძოლო, უნდა დაამკვიდრო, რომ ენაში გინება არის იარაღი და ეს არის ქართული ენა. თქვენ ებრძვით სარწმუნოებას კი, მე შეიძლება მომთხოვოთ, რომ ფაქტი დავასახელო, მაგრამ საზოგადოებას არაფერი ფაქტი არ სჭირდება, ბუნებრივი აღქმა აქვს და ეს თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ სიმართლის და ბუნებრიობის, თქვენ გეშინიათ დემოკრატიის იმიტომ, რომ როცა დემოკრატიის გზით შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ ეს დემოკრატია, ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ ამ დემოკრატიით კი არ მართავთ, თქვენი იდეოლოგიით, სისასტიკის იდეოლოგიით გააგრძელებთ ქვეყნის მართვას, როგორც აკეთებდით. ამიტომ მე თქვენ კი არ მოგმართავთ, მე მივმართავ თქვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ 18 წლის გახდნენ და მათ შეიძლება ძალიან კარგად მოსწონთ გიგა ბოკერია როგორ ლაპარაკობს, რომელიმე თქვენგანი. მაგრამ როცა გიგა ბოკერია და თითოეული თქვენგანი იყავით ხელისუფლებაში, მაშინ აგეღოთ პასუხისმგებლობა დემოკრატიაზე, ამიტომ თქვენი ნებისმიერი თუნდაც კარგი სიტყვა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილზე პასუხი უნდა აგოთ და პასუხი უნდა გაგცეთ პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები