გიორგი კახიანი: ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე საჭირო ხმების რაოდენობა არ გვაქვს

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე საჭირო ხმების რაოდენობა არ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, მთელი განხილვების განმავლობაში ამის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტი ოპოზიციიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ იმ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული. შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში ყველამ მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას. უმრავლესობის წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს საჭირო რაოდენობა ხმების”, – აღნიშნა კახიანმა.

პარლამენტი 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობას დღეს იწყებს. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორივე ვარიანტი დღეს უნდა განიხილონ. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო პროექტი გავიდეს, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები