“როგორც ქორმა წიწილი, ისე წაიყვანეს” – მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლი

მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული მასწავლებლის, ელგუჯა ხარაიშვილის მეუღლე, ნარგიზა ხარაიშვილი მიიჩნევს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა და საქმე “შეკერილია”.

“სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს. სისულელის გამო აკავებენ. ჩემი ქმარი უდანაშაულოა, ამაში დარწმუნებული ვარ. ალბათ მოწყობილი საქმეა, სხვა არაფერი ვიცი. განადგურებულია. როგორც ქორმა წიწილი, ისე წაიყვანეს”, – აღნიშნა ბრალდებულის მეუღლემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი დაკავებულია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები