ანრი ოხანაშვილი: ჩვენი პროექტის თანახმად, ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა ექნება

ჩვენი პროექტის თანახმად, ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“საინიციატივო ჯგუფის პროექტით გათვალისწინებულია საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და 3%-იანი ბარიერი. რაც მიგვაჩნია, რომ არ არის სამართლიანი ვინაიდან, არ იძლევა შესაძლებლობას მცირე პარტიებს მისცეს შესაძლებლობა წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პროექტის თანახმად, ჩვენ ყველა პარტიას თანაბარ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში იყოს უზრუნველყოფილი წარმომადგენლობა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორ ვარიანტს კენჭი დღეს უნდა უყარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები