გორში მე-17 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გორში მე-17 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები 100 კვადრატულ მეტრ ფართობში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, რემონტი უტარდება მეორე სართულზე საბავშვო ოთახებს, პირველ სართულზე სამზარეულოს და ორივე სართულზე სველ წერტილებს.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულება აღსაზრდელების კონტიგენტის გაზრდას შეძლებს. შენობის ნაწილი, სადაც სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წლების მანძილზე დევნილებს ქონდათ დაკავებული. აღნიშნული ოჯახები ბინებით უკვე დაკმაყოფილდნენ.
პროექტის ღირებულება 39 832 ლარს შეადგენს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მოურავი“ აწარმოებს”, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები