“თიბისი ბანკი” საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

0

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, “The Banker and Professional Wealth Management” (PWM) და “Global Finance” “თიბისი ბანკი” საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვეს.

აღიარება “თიბისი ბანკმა” პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

“საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო იმის დასტურია, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას”, – განაცხადა “თიბისი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ფინანსური ჟურნალების, “The Banker and Professional Wealth Management” და “Global Finance” ჯილდოები ყოველწლიურია და ისინი საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.

“თიბისი ბანკი” საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის “The Banker and Professional Wealth Management”-მა მეხუთედ, “Global Finance”-მა კი მეორედ დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი