გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები