წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ რამდენიმე ჰექტარი ტყე იწვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაუხურში “რეგიონულ კვირას “განუცხადეს,  ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა და დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელებულა.

“ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. მიმდინარეობს მონიტორინგი, რათა არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. დილიდან განახლდება სამუშაოები”, – ამბობენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები