ლაშა მესხი პარტია „გირჩის” გარდაცვლილი მღვდელმსახურის შესახებ წერს – “რას ქვია „წესს არ უგებენ”?

0

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში პარტია „გირჩი” -ს გარდაცვლილი მღვდელმსახურის შესახებ წერს, რომელის გარდაცვალების შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესია ოჯახს წესის აგებაზე უარს ეუბნება:
რას ქვია „წესს არ უგებენ”?

“24 წლის ბიჭი, ჯარისთვის, რომ თავი აერიდებინა გირჩის „მღვდელმსახური” გახდა. რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა და ოჯახის თხოვნის მიუხედავად საეკლესიო პირები მისთვის მართლმადიდებლურად წესის აგების წინააღმდეგი არიან… პატივცემულო სასულიერო პირებო! ვინც განსაცდელში მყოფი ოჯახის თხოვნას არაფრად აგდებთ,
ქრისტეს გზას დაუბრუნდით! ჩვენი ეკლესია სიყვარულია და არა ბოღმა, შური, ბიზნესი და აშ”, – წერს ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი