საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული

1 იანვრიდან დღემდე, საპენსიო სქემაში 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს.
როგორც ლევან სურგულაძემ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს.
მათივე თქმით, ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები