ედიშერ ქარჩავა: პეტრე ცაავამ მითხრა, პატრიარქის ავტორიტეტს რუსეთი გაანადგურებს და უკან წაიღებსო

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტობა და საქართველოსა და პუტინს შორის ურთიერთობის დალაგება შესთავაზა,- ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. მან მასა და პეტრე ცაავას შორის, 2016 წელს საპატრიარქოს ტელევიზიაში გამართული შეხვედრა დღეს “კურიერთან” საუბარში პირველად გაიხსენა.

ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პეტრე ცაავამ გააფრთხილა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის რუსეთი საქართველოს ეკლესიას დასჯიდა, რასაც დიდი პროცესები მოჰყვებოდა.

“ცოტა ხანში დაიწყებაო დიდი პროცესები, შენ უნდა მოემზადო ამისთვისო. მე რისთვის უნდა მოვემზადო მეთქი და რუსეთის ეკლესიამ და რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშეს პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებაშიო. ვინაიდან, ეკლესია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ცოტა ხანში კათალიკოს-პატრიარქის ავტორიტეტსა და ეკლესიის ავტორიტეტს რუსეთი გაანადგურებს და უკან წაიღებსო. მან უკვე ცალსახად დაადასტურა, რომ არის ნამდვილად ამ პოლიტიკის გამტარებელი და ამ ბინძური ცილისწამების შემსრულებელი. ეს, სხვათა შორის, რამდენჯერმე დაადასტურა მეუფე იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ მეუფე პეტრეს აქვს კავშირები რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქებთან. მე მითხრა და მანაც დაადასტურა, რომ ჩართული იყო და ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო ის და არა მარგველაშვილი და უნდა გაეტარებინა ის პოლიტიკა, რომ პუტინსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაელაგებინა,” – განმარტა ქარჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები