საფრანგეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

 

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მონტელიმართან 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის სეისმური აქტივობის მონიტორინგის ეროვნული ქსელის მონაცემით, მიწისქვეშა ბიძგები ლიონშიც იგრძნობოდა.

არდეშის პრეფექტურაში სამი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივებს სახლებიდან გასვლისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევენ.

დრომის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში შესულ ათობით სატელეფონო ზარზე განაცხადეს, რომ უწყებაში შეშინებული მოქალაქეები რეკავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები