“საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს პოზიტიურ დღის წესრიგს აქვს ცალსახა მხარდაჭერა ევროსაბჭოს გენერალური მდივნისგან”

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისგან. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი და რეფორმები, ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სათანადოდ დანახული და დაფასებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ ვიზიტს არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა.

„საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, ერთგვარად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაძლიერების პროცესის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობაა. ეს ექვსთვიანი პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რათა საქართველომ კიდევ უფრო ხმამაღლა, კიდევ უფრო გაბედულად შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც, პირველ რიგში აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ასევე, საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული საზოგადოებისთვის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები