პირი, რომელსაც რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებდა, სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ თანადამფუძნებელი, ბრიტანეთის ყოფილი ოფიცერი ჯეიმს ლე მეზიურე სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah.ავრცელებს.

ლე მეზიურე სტამბოლში მის საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი უცნობია.

„სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ წევრებს სირიაში მეამბოხეების მიერ დაკავებული რაიონებიდან ათასობით ადამიანი ჰყავთ გადარჩენილი. აღნიშნული რაიონები წლების განმავლობაში რუსეთის და ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების მიერ იბომბებოდა.

ლე მეზიურეს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას ოფისები ამსტერდამსა და სტამბოლში აქვს, მის პროექტებს გაერო და რიგი ქვეყნების მთავრობა აფინანსებს.

8 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლე მეზიურე ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები