ნინო ბურჯანაძე: არანაირი ლაპარაკი ღია, ან ფარულ მხარდაჭერაზე და მით უმეტეს, პუტინთან მოლაპარაკებებზე არ ყოფილა

0

არანაირი ლაპარაკი ღია ან ფარულ მხარდაჭერაზე და მით უმეტეს პუტინთან მოლაპარაკებებზე არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.

ბურჯანაძის თქმით, რამდენიმე წლის წინ, ის ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შეხვდა, თუმცა, საუბარი პოლიტიკასა და რუსეთთან თანამშრომლობას არ შეხებია.

“არანაირი ლაპარაკი ღია ან ფარულ მხარდაჭერაზე და მით უმეტეს პუტინთან მოლაპარაკებებზე არ ყოფილა. ასეთი ღია მხარდაჭერა რომ ყოფილიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საპატრიარქოსაც და სხვა მეუფეებსაც მაშინ დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა საქართველოსთვის,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი