ფესტივალის “ბოლნისი – მშვიდობის ქალაქი“ ფარგლებში, გამწვანების აქცია მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ფესტივალს “ბოლნისი – მშვიდობის ქალაქი“ მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, გეოლოგების დასახლებაში მდებარე ბულვარში 20 ძირი ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მერის მოადგილეებმა ბუბა გობეჯიშვილმა და ლონგინოზ გასანოვმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს.

ბულვარში ფესტივალის სიმბოლური აბრა დაიდგა და უახლოეს მომავალში დასასვენებელ ადგილს “მშვიდობის ბულვარი“ ეწოდება. ფესტივალი 10 ნოემბერს კონფერენციით დაიწყო. ხეების დარგვის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართება, ასევე მოეწყობა ფლეშმობი. ფესტივალის დასასრულს კი ღონისძიების მონაწილეები საზეიმოდ ფრანებს გაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები