თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დეპორტაცია დაიწყო

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში დაიწყო, – ამის შესახებ თურქეთის შსს-ს პრეს-მდივანმა სიმაილ ჩათაქლიმ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი 24 საათის განმავლობაში ქვეყნიდან 3 ტერორისტის გაძევება მოხდება.

ამ ეტაპზე იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ აშშ-ის მოქალაქე-ტერორისტის გაძევება მოხდა. გარდა ამისა მზადდება დოკუმენტები გერმანიის და დანიის მკვიდრებთან დაკავშირებით.

ჩათაქლის თქმით, 14 ნოემბერს გერმანული წარმოშობის კიდევ 7 მებრძოლს გაძევება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები