12 წლამდე ბავშვი ავტომობილის უკანა სავარძელში სპეციალური მოწყობილობით უნდა მოთავსდეს – პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც ავტომობილებში საბავშვო სავარძლების სავალდებულო გამოყენებას ეხება, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი დეპუტატების ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ არის მომზადებული და ის სხდომაზე დღეს ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ წარადგინა.

შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას. ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები