თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ორი აღსაზრდელის მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ.

“ოჯახმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბაღს მოგვიანებით შეატყობინა, რომ მათ შვილებს აღმოაჩნდათ დაავადება მუნი და ამ ფაქტის გათვალისწინებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები. ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ჩაატარა ყველა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაო. ფაქტის გამო, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა“, – აღნიშნულია ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები