ლევან ჩაჩუა: ეს არის დიდი შეთქმულება, რევანში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება ხორციელდება. ამის შესახებ ლევან ჩაჩუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

„ეს ფილმი, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემთხვევით არ დაემთხვა ეკლესიის შიგნიდან აფექებას, როცა ყოფილი მიტროპოლიტი დაუპირისპირდა უწმინდესს. სწორედ ამ დაპირისპირების უმთავრეს ნარატივად წარმოაჩინა, თითქოს სოდომ-გომორული ურთიერთობები ყოფილიყოს ეკლესიაში. პარალელურად ხდება ის, რომ საქართველოში ჩამოდის მსოფლიო საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი მიტროპოლიტი ზიზულასი, რომელიც პატრიარქ ბართლომეოსის მარჯვენა ხელია. ეს არის რევანში ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო და ფაქტობრივად, ჩაშალა ე.წ. მერვე მსოფლიო კრება. კრებაზე იყო რიგი საკითხები, რითიც პირდაპირ ხდებოდა ეკლესიის გასეკულარება და კანონიკური საკითხების უხეში დარღვევებით უნდა მიღებულიყო დადგენილებები, ამაში ჩვენმა უწმინდესმა და სინოდმა მონაწილეობა არ მიიღო.

ეს ყველაფერი ხდებოდა ორკესტრირებულად. ზუსტად დაემთხვა პეტრე ცაავას განცხადებებს, მიტროპოლიტ ზიზულასის ჩამობრძანება და სამწუხაროდ, იგი დაჯილდოვდა, იმის მაგივრად, რომ ამ პირწავარდნილ ეკუმენისტს ღირსეული პასუხი გასცემოდა იმის, გამო, რასაც უკეთებდა ჩვენს ეკლესიას.

პირდაპირ ვამბობს, ეს არის დიდი შეთქმულება, რევანში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მერვე მსოფლიო კრება ჩაშალა უწმინდესმა, 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღედ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჰომოსექსუალთა დღესასწაულს აღნიშნავს, შეფარულად ჰქვია ჰომოფობია და ტრანსფობია. ყველაზე მთავარი – ტომოსი, უკრაინის სქიზმის არაღიარება ჩვენი ეკლესიის მიერ“, – განაცხადა ჩაჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები