პარიზში ისლამოფობიის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა მოეწყო

0

პარიზში ისლამოფობიის წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო.
„დიახ – რელიგიის კრიტიკას, არა – მორწმუნეთა სიძულვილს“, „გააჩერეთ ისლამოფობია“, „თანაცხოვრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – ასეთი ლოზუნგები ეკავათ აქციის მონაწილეებს.

მედია აღნიშნავს, რომ აქციაზე დაახლოებით 13 500 ადამიანი გამოვიდა.

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ანალოგიური აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ რიგი ორგანიზაციები და მემარცხენე პოლიტიკური ფლანგის ლიდერები. მოწოდებას საფრანგეთის მუსლიმური ორგანიზაციები შეუერთდნენ, რომელთა შორის ისლამოფობიის საწინააღმდეგო კოლექტივი CCIF. აღნიშნულ ორგანიზაციას ბრალს სდებენ იმაში, რომ თითქოს ის ისლამური მოძრაობასთან „ძმებ-მუსლიმებთან“არიან კავშირში, რის გამოც აქციას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ.

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ აქციის ორგანიზატორები „ისლამისტებთან“ კავშირში დაადანაშაულა.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა თავად ისლამოფობიის განსაზღვრება.

 

თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისლამის და საფრანგეთის სეკულარიზმის თანაარსებობა შესაძლებელია და შესაბამისად მსვლელობა ერთგვარი „პატრიოტული აქციაა“.

კომენტარები

კომენტარი