ანგელა მერკელი ევროპას შეიარაღების ახალი სისტემების შემუშავებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპას შეიარაღების ახალი სისტემების შემუშავებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესვერის დაფუძნებიდან 64-ე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მომავალში შეიარაღების სისტემებს ერთობლივად განვავითარებთ, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავების და ტანკების პროექტებს. გერმანია და საფრანგეთის განვითარების სათავეში არიან“,-განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, “უკრაინის კონფლიქტმა და ყირიმის ანექსიამ“ სამხედრო ალიანსების, პირველ რიგში ნატოს ფარგლებში თავდაცვისა და თანამშრომლობის საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა.

თუმცა, „ნატოს ევროპელმა წევრებმა მომავალში დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. საჭიროა „ევროკავშირის ფარგლებში სამხედრო კომპონენტის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებთან და თანამშრომლობასთან გაერთიანება“.

კანცლერმა ასევე დასძინა, რომ გერმანიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბუნდესვერი, ამიტომ განვითარებისთვის საჭიროა შეიარაღებულმა ძალებმა ფინანსური რესურსი მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები