მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის

“სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა,” – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა განაცხადა.

„როდესაც სინოდი იკრიბება, მთელი საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსები იკრიბებიან და მხოლოდ მათი პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში და როგორც ჩანს არც ეს დეტალები არ იციან“, – განაცხადა მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები