ადიგენში ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019″ გაიმართა

ახალგაზრდული კლუბის „SKYEmpire” და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ორდღიანი ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019″ გაიმართა. პროექტის მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა და კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის შესახებ, ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიებაში ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, რომელთაც მათი კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები, ნივთები და ტრადიციული სამოსი წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, მულტიკულტურული კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა, სახეზე ხატვა და ფერების ფესტივალი მოეწყო, რომელსაც მუსიკალურად DJ აფორმებდა.
ფესტივალის მეორე დღეს SKYEMPIRE” ახალგაზრდულმა კლუბმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეებისთვის მრავალფეროვნების კონცეფციის გაცნობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები