ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერთ ქნირშმა საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, მათ ბერლინის კედლის დაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,დიდი მადლობა საქართველოს ასეთი მეგობრული ურთიერთობებისთვის და საერთო ეროვნულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის”,-განაცხადა ჰუბერთ ქნირშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები