კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის ალბომის პრეზენტაცია მოძრაობის თეატრში გაიმართება

საერთაშორისო დონის ქართველი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის თანამედროვე სათეატრო მუსიკა ერთ ალბომად გამოიცა. ალბომი სახელად „არიელი” / Ariel  GERA-ს საქართველოს საავტორო უფლებამფლობეთა ასოციაციის და Bravo records-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.

სპექტაკლებისთვის დაწერილი უნიკალური კომპოზიციების რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია, მოძრაობის თეატრში 10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ცოცხალი მუსიკის და თეატრალური პერფორმანსების თანხლებით შედგება.

„მოძრაობის თეატრი ამ მხრივ ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სპექტაკლებისთვის მუსიკას ისეთი გამორჩეული კომპოზიტორი წერს, როგორიცაა სანდრო ნიკოლაძე”,- აღნიშნავს მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე.

ნიკოლაძემ თანამედროვე სათეატრო მუსიკაში საკუთარი ხელწერა შეიტანა და ახალი მიმდინარეობა შექმნა. თანამედროვე  ჟღერადობით და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გაჯერებული ქართველი კომპოზიტორის მუსიკა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მოძრაობის თეატრის უცხოელ მაყურებელში. მათი წყალობით, მისი პირველი საავტორო ალბომი არაერთ ქვეყანაში სარგებლობს დიდი მოწონებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები