სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სტუდენტებს უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურებისა და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე უმასპინძლა

ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობასა და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ.  ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს, სადაც მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები