“ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება”
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ვერ უმკლავდება.
„ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება თვითონ. სახელმწიფო აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც არის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ კონკრეტული ძვირად ღირებული პროექტებისთვის, რომელსაც ძალიან დიდი თანხა და რესურსი სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი იხდის თავისი პირადი სახსრებიდან და შემოსავლიდან, თავისი ოჯახის ქონებიდან და აფინანსებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს”
ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტები რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„პროექტი, რომელიც ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობას შეეხება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ამას დამატებული ძალიან მნიშვნელოვანი უმაღლესი რანგის კურორტის პროექტი არა მხოლოდ იმერეთს, არამედ დასავლეთ საქართველოს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს განვითარებისთვის და მე პირადად, ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტები ხორციელდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.