საპატრულო პოლიციის უფროსი: თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„ამ ეტაპისთვის თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში დაწყებულია სეანსი. კინოჩვენება მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. პოლიცია კვლავ რჩება ყველა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ასევე გავაგრძელებთ მეორე სეანსზეც და დარღვევებზე ვიმოქმედებთ ადეკვატურად. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას,“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები