ირაკლი მეზურნიშვილი: რამხელა ცინიზმია, სახელმწიფოს დაფინანსებულ მეურნეობაში თოხს და გუთანს აგდებით მოიხსენიებდე და უტიფრად პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდე

„რამხელა ცინიზმია, სახელმწიფოს დაფინანსებულ მეურნეობაში თოხს და გუთანს აგდებით მოიხსენიებდე და უტიფრად პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდე”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

„თავმომწონედ რომ იდგა მამუკა ხაზარაძე დღეს სამტრედიაში და მორიგ „ლელოელებს” გვაცნობდა სასათბურე მეურნეობიდან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თავის დროზე ეს საწარმო სახელმწიფოს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაკეთდა და სახელმწიფოსგან 2 000 000 ლარამდე დაფინანსება მიიღო. რამხელა ცინიზმია – სახელმწიფოს დაფინანსებულ მეურნეობაში თოხს და გუთანს აგდებით მოიხსენიებდე და უტიფრად პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდე”, – წერს მეზურნიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოციალურ ქსელში ის ვიდეოც გააზიარა, სადაც ჩანს თუ როგორ ხსნიან სახელმიწფოს მიერ დაფინანსებულ საწარმოს მამუკა ხაზარაძე და მთავრობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები