ვახტანგ ცაგარელი: გურამიშვილის სახელობის სკვერის გაშენებისთვის ფონდმა ქართუმ მილიონ ლარამდე დახარჯა

“გურამიშვილის სახელობის სკვერის გაშენებისთვის ფონდმა ქართუმ მილიონ ლარამდე დახარჯა“, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.
„დღეს შედგა დავით გურამიშვილის სახელობის სკვერის პრეზენტაცია დაბა საგურამოში, მცხეთის რაიონში. ეს პარკი ძალიან მალე, ჯანსაღი ცხოვრების და ოჯახური დასვენების კერად იქცევა. პარკის გაშენებისთვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მილიონ ლარამდე დახარჯა. იგი ორ ჰექტარზეა გაშენებული. პარკის ინფრასტრუქტურა ამფითეატრს, სპორტულ მოედნებს და რაც მთავარია დავით გურამიშვილის ძეგლს მოიცავს“,- განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა
​ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი. სკვერის ტერიტორიაზევე დაიდგა დავით გურამიშვილის ძეგლიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები