გურამ ფალავანდიშვილი: ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმს, გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკუარადაც და მორალურადაც

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების გაპროტესტების დღევანდელ სამოქმედო გეგმაზე „ვერის ბაღში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ისინი პლაკატებით მივლენ ყველა კინოთეატრის დარბაზთან.
„დღეს გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკუარადაც და მორალურადაც. სასამართლოებია ჩვენი ძმების, რომლებსაც მალე გამოუშვებენ იმედია.
გუშინ ჩვენ არ ვიკადრეთ, როგორც რუსთაველზე, კომბლები გამოგვეყენებინა და ჯოხები. ვიღაცებმა ისროლეს რაღაცები, ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ აგვეღო ჯოხები, ეს არ გავაკეთეთ. ხალხმა შეიძლება, იარაღიც აიღოს, რაღაც მომენტში, მაგრამ ეს მომენტი არ არის. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს და აქედან გამომდინარე, დიდი ხალხი არ გვჭირდება და არ დაგვიძახია. ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ და პლაკატებს მოვიტანთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრის დარბაზთან“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
​კინოთეატრებთან, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები