ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისში სწავლას ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის

„ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს  ქუთაისში სწავლის მიღებას“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქზე საუბრისას.
მისი თქმით, უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში.
„ეს იქნება ტიპიურად ევროპული უნივერსიტეტი. პროექტიც და პროექტირებაც, ყველაფერი გვაქვს მიუნხენის უნივერსიტეტთან შესაბამისი. იცით, რომ მისი ყოფილი რექტორი იქნება ამ უნივერსიტეტის საპატიო რექტორიც, ესეც ნიშანდობლივია ძალიან. მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ფორმალური. უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში. თუ განათლებას გერმანული შრომისმოყვარეობა და შრომის კულტურაც მოყვება, რა თქმა უნდა, ეს დამატებით ბიძგს მიცემს საქართველოს. ჩვენ განვითარების ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავფუძნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილზე. მხედველობაში მაქვს ადგილი არა ტერიტორია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ადგილი, რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული ევროპის ქვეყნების  სრულფასოვანი წევრი. ამას განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ. “ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები