ბიძინა ივანიშვილი: თბილისისთვის სამეცნიერო ცენტრი დიღომშიც შენდება

„ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, რომლის დაფინანსებას პირადად მე და “ქართუ” ფონდი გააგრძელებს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.
მისი თქმით, თბილისისთვის სამეცნიერო ცენტრი დიღომში შენდება.
„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დამატებითი ხიბლი ექნება ის, რომ იქვე სამეცნიერო ცენტრსაც გავაკეთებთ. ადრონული თერაპია, ამაჩქარებელი, რომელიც მეგაპროექტად ითვლება, გარდა მკურნალობისა, მასზე შეიძლება გაიზარდონ სხვადასხვა დარგის მეცნიერები – მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ა.შ. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელია პაციენტისთვის ამით დასხივება. უფრო ეფექტურად ხდება დაზიანებული ადგილის მკურნალობა, სადაც ონკოუჯრედები მრავლდება და ნაკლებად აზიანებს მთელ ორგანიზმს. ამ ფონზე ადრონული თერაპია იქნება ძალიან დიდი შეღავათი პაციენტებისთვის. მე პირადად და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს ამის დაფინანსებას და დიღომშიც იქნება სამეცნიერო ცენტრი თბილისისთვის, მაგრამ ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, სადაც მეცნიერები შეძლებენ დისერტაციების დაცვას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები