ლევან აკინი: შთაგონებული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ შეშინდა

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი გუშინ აღნიშნული ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. როგორც მან “ინსტაგრამის” პირად გვერდზე დაწერა, ამაყია, რომ კინოთეატრებმა უკან არ დაიხიეს და დანიშნული ჩვენებები არ გააუქმეს.
„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ფილმი. ეს ბრძოლა შორს არის დასრულებასთან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ შეშინდა“, – წერს რეჟისორი ინსტაგრამზე.
​შეგახსენებთ, რომ გუშინ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა აქციები ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები