კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა ჰქონდეთ

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის თეატრში, Startup Grind-ის რეგიონული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კარგი საშუალებაა, რომ თავიანთი ხედვები რეალობაში მოიყვანონ.
„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც დედაქალაქის მერს, ნამდვილად მეამაყება, რომ სან ფრანცისკოსა და ლონდონის შემდეგ, თბილისში ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – Startup Grind სამიტი. მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები, რადგან ეს არის რეალურად ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ნიჭიერ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავისი ნიჭი და ხედვები რეალობაში მოიყვანონ.
დღეს აქ არის ასევე ძალიან ბევრი ინვესტორი, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების დახმარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობა, რადგან თქვენ, ნიჭიერ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან გქონდეთ თანადგომა. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ ამ ორი დიდი ქალაქის შემდეგ თბილისი შეიძლება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, ხელს შევუწყობთ, რომ თბილისი იქცეს ასეთ ქალაქად. ასევე, ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ სახელმწიფოსა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან გექნებათ ყოველთვის ხელშეწყობა, თანადგომა. პირადად მეც მზად ვარ, ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ თქვენი იდეების განხორციელებაში“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, დღე ​თბილისში, რუსთაველის თეატრში, Startup Grind-ის რეგიონული კონფერენციის პირველი სამუშაო გაიხსნა.
Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.
Startup Grind-ის ტექნოლოგიურ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დიპოლომატიური კორპუსის წამომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები