ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან” აქციაზე 3 პირი დააკავეს

ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან” მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს აქციის სამივე მონაწილე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავებულები ბათუმის სამმართველოში არიან გადაყვანილები.
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ “აპოლოში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ჩვენება მიმდინარეობს. გამართული აქციის მონაწილეებიც სწორედ აღნიშნული ფილმის ჩვენების აკრძალვას მოითხოვენ.
ცნობისთვის, თბილისში, კინოთეატრ “ამირანთან” ამავე მოტივით გამართული აქცია უკვე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები