დეა მეტრეველი: კინოთეატრ “ამირანთან” დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა კინოთეატრ ამირანთან დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა, მისი თქმით,  აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს.

,,დღეს კინოთეატრ “ამირანთან” დაანონსებული ვითომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო არა მხოლოდ ძალადობრივი არამედ სრულად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ ხაზს. ქართული საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების მცდელობა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მხატვრული ნაწარმოებების შინაარსის გამო ხელოვანების და არტისტების დევნა, შსს-ს მხრიდან მხატვრული ნაწარმოებებზე მოკველვის დაწყება თუ მსგავსი სხვა სამარცხვინო პროცესები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, დაგვარწმუნონ რომ „დამარცხებული“საზოგადოება ვართ და არ გაგვაჩნია განვითარების არანაირი პერსპექტივა’’ – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები