რატომ არ ჩაერთვნენ „სუხიშვილები“ ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” და რატომ უწოდეს ნინო სუხიშვილს „ჰომოფობი“

რატომ არ ჩაერთვნენ „სუხიშვილები“ ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” და რატომ უწოდეს ნინო სუხიშვილს „ჰომოფობი“,  – აღნიშნულის შესახებ ნინო სუხიშვილი საუბრობს.

სუხიშვილი ამბობს, რომ არ უნდოდა მისი ანსაბლი გადაეღოთ ისეთ ფილმში, როგორიცაა “და ჩვენ ვიცეკვეთ”. მისი თქმით ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართულ ცეკვაში მამაკაცის როლი არის მამაკაცური და აქ მთავარი ტრადიციული დატვირთვაა. ფილმის სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ქართულ ცეკვათა უმეტესობა საერთოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნილობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, ძლიერი და ტრადიციული. ეს ყველა ცეკვაში და მოძრაობაში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემი ანსამბლი გადაეღოთ ასეთ ფილმში, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები