თეა წულუკიანი: ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს

ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე არ არსებობს ცენზურა. ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჩვენი სახელმწიფოებრივი მექანიზმის. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს, ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. ორივე მხარეს აქვს თავისუფლება და ასევე, ვალდებულებებიც“ , – აღნიშნა წულუკიანმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

თბილისის კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული.

სამართალდამცველები არიან მობილიზებული ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთანაც“, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები