კინოჩვენების დაწყებამდე კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ (ფოტოკოლაჟი)

ხუთივე კინოთეატრთან, სადაც დღეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ჩვენებაა დაგეგმილი სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
როგორც “კვირას” კორესპონდენტები იტყობინებიან, ადგილებზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
კინოთეატრების შენობებში განთავსებულია სპეციალური დეტექტორები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, პრევენციული მიზნით განათავსეს. კინოჩვენების დაწყებამდე ასევე კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. რომლებმაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების თანხლებით კინოთეატრის დარბაზები გადაამოწმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები